ბორჯომში გზების რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ დაათვალიერა. გამგებლის განმარტებით, ასფალტი ყოფილი სანატორიუმის "მთის ხეობისა" და პანსიონატ "ბახტრიონის" მისასვლელ გზებზე დაიგო. ასევე, რუსთაველის ქუჩის №77-ში და აღმაშენებლის ქუჩის №28-ში შესასვლელები და შიდა ეზოები მოასფალტდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, არმირებული ბეტონით წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მისასვლელი გზა მოეწყო. სადგერის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარით დაფინანსდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და მასთან დაკავშირებული სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.