ჩინეთი აფრიკის მოსახლეობას დაეხმარება

ჩინეთი აფრიკის განვითარებისათვის 60 მილიარდ დოლარს გამოყოფს. როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, აღნიშნული თანხა სტიპენდიებისა და ათასობით აფრიკელის გადამზადებას მოხმარდება. ჩინეთის პირველმა პირმა ამის შესახებ იოჰანესბურგში აფრიკისა და ჩინეთის ერთობლივ სამიტზე ისაუბრა. დასახელებულმა თანხამ აფრიკელი ლიდერების მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც ცნობილია, ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით დაიხარჯება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწობს კონტინენტის ეკონომიკურ განვითარებას.

იოჰანესბურგში გამართულ სამიტზე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, ჯეიკობ ზუმამ აღნიშნა, რომ ჩინეთსა და აფრიკის კონტინენტზე მსოფლიო მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, ამიტომ მათ ახალი ბაზრების და ერთობლივი საწარმოების შექმნის დიდი პერსპექტივა გააჩნიათ.