გიორგი ქადაგიძე - ფულის გატაცების ფაქტები ბანკების ფინანსურ მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის

კომერციული ბანკებიდან ფულის გატაცების რამდენიმე ფაქტი ბანკების ფინანსურ მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ შესაბამის საკითხზე დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, კომერციული ბანკებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი უმნიშვნელოა.

"რაც შეეხება კომერციული ბანკების მატერიალურ ზარალს, მატერიალური ზარალი არის უმნიშვნელო და ვერც იქნება დიდი. ეს რისკები დაცულია და აღნიშნული ბანკების ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს", - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება თვითონ ფაქტების გახშირებას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მიმართა, რომ ეს კითხვა სამართალდამცველ ორგანოებს დაუსვან.