ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3859 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3859 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3859 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილი კურსი 2.3937 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0078 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5780 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა პარასკევს დადგენილი კურსი 2.5998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0218 ლარი შეადგინა.