"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" ტენდერი გამოაცხადა

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" საინვესტიციო წინადადებების, რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში" აცხადებენ, მომსახურება გულისხმობს თბილისში მოქმედ ან ასამოქმედებელ საწარმოებში ინვესტიციებისა და დაფინანსების მოზიდვა/გაზრდის მიზნით შესაბამისი პროექტების განხორციელებისათვის საინვესტიციო წინადადებების, რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავებას.

სატენდერო პირობების თანახმად, მომსახურებით ისარგებლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინოვაციური და ტექნოლოგიური ინდუსტრიების დარგში მოქმედი ან ასამოქმედებელი 3 კომპანია. ტენდერით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 75,000 ლარს დღგ-ის გათვალისწინებით.

სატენდერო დოკუმენტაცია განთავსებულია ბმულზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=170706〈=ge