"გალფი" საწვავს წინასაახალწლოდ 16 თეთრით ამცირებს

"გალფი" საახალწლოდ კიდევ ერთხელ ამცირებს საწვავზე ფასს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჯერად G-Force პრემიუმზე ფასი 6 თეთრით შემცირდა, რამაც ჯამურად ნოემბრის შემდეგ 16 თეთრი შეადგინა. G-Force პრემიუმის ფასი "გალფის" ქსელში უკვე 1,89 ლარია.

"აღსანიშნავია, რომ "გალფის" ქსელში კვლავ გრძელდება დამატებით 4 თეთრი ფასდაკლება Gulf Club-ის წევრებისთვის. შესაბამისად, კლუბის წევრები "გალფის" საწვავზე 7-10 თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამ შემთხვევაში G-Force პრემიუმის ფასი 1,79 ლარს შეადგენს. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა.

კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს და კვლავაც განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას, რათა საუკეთესო ფასი შესთავაზოს მის მომხმარებელს", - აცხადებენ კომპანიაში.