კახა კალაძე დღეს "გაზპრომის" ხელმძღვანელს ალექსეი მილერს შეხვდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან დღეს მორიგ სამუშაო შეხვედრას გამართავს. როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინა შეხვედრა "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მილანში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები, აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები განიხილეს.

მხარეებს შორის მოლაპარაკება დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.