ბათუმი-თბილისის დღევანდელი რეისი გაუქმდა

ბათუმი-თბილისის დღევანდელი რეისი გაუქმდა. როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რეისის გაუქმების მიზეზი რკინიგზის ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. მათივე განმარტებით, სამუშაოები რამდენიმე საათში დასრულდება და მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ამასთან, "საქართველოს რკინიგზის" მტკიცებით, გაუქმებულ რეისზე ბილეთები გაყიდული არ ყოფილა.

"რეისი 851 - ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გაუქმდა გზაზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო. ტექნიკური სამუშაოები რამდენიმე საათს გაგრძელდება და სრულად აღდგება მოძრაობა. რაც შეეხება ბილეთებს, ამ მატარებელზე ბილეთები გაყიდული არ ყოფილა," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმი-თბილისის მატარებელი დღეს ურეკიდან გავიდოდა, რაც "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე საათის წინ თავად "საქართველოს რკინიგზის" ცხელ ხაზზეც დაუდასტურეს.