რუსეთის მთავარი სანიტარი - საზღვარგარეთ დასვენება ჯანმრთელობისთვის მავნებელია

რუსეთის მთავარი სანიტარი ანა პოპოვა ქვეყნის მოქალაქეებს საახალწლო დღესასწაულების აღნიშვნას სამშობლოში ურჩევს. 

მისი თქმით, საზღვარგარეთ დასვენება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მავნებელია. შიდა ტურიზმის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პოპოვამ განაცხადა, რომ კლიმატური პირობების შეცვლა ორგანიზმზე უარყოფითად აისახება.

„არსებობს მხოლოდ ერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია, მძიმე დაავადებების რისკი კი არ არსებობს. ბუნებრივია, ეს ადგილი რუსეთია“, - განაცხადა პოპოვმა.

რუსეთის შიდა ტურიზმის საბჭოს ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა კი მოქალაქეებს საზღვარგარეთის ნაცვლად, ყირიმში დასვენება შესთავაზა.