ეროვნული ბანკი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დაჯილდოვდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველომ", საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. დასახელდება პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ყველაზე გამჭვირვალე და დახურული საჯარო დაწესებულებები. საქართველოს ეროვნული ბანკი, 2011 წელს, ამავე ორგანიზაციის მიერ დაჯილდოვდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესოდ უზრუნველყოფისათვის.