ჩინეთში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გაუჩინარდა

ჩინეთში უკვე მეორე დღეა, უშედეგოდ ეძებენ ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ჩინელს გუო გუანჩანის.

მილიარდერი გუანჩანი მეორე დღეა კონტაქტზე არ გამოსულა. გუო გუანჩანის კუთვნილი კომპანიის "ფოსუნის" თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი მათთვის უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, გუანჩანის გაუჩინარების გამო „ფოსუნის“ აქციებით ვაჭრობა დროებით შეჩერებულია.

„ბიბისის“ ცნობით, გუანჩანი სავარაუდოდ, შანჰაის აეროპორტში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

გუო გუანჩანი ჩინეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილს იკავებს. „ფორბსის“ მონაცემებით, მისი ქონება 7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.