სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მოქალაქე ჯიმშერ მ. დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯიმშერ მ.-მ სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილობრივი წარმომავლობის შესახებ ცნობის გაცემის სანაცვლოდ მოხელისათვის ქრთამის სახით გადასაცემად 800 აშშ დოლარი აიღო. გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.