მილიარდერთა „ძვირად ღირებული“ განქორწინებები

ხმაურიანი განქორწინებები ხშირად მილიარდერებს ქონების ნახევარი უჯდებათ.

განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეებს ზოგჯერ ძალიან უმართლებთ, რადგან კომპენსაციის სახით რამდენიმე მილიარდ დოლარს, ძვირად ღირებულ მანქანებსა და აპარტამენტებს იღებენ.

გამოცემა „ფორბსი“ მილიარდერთა ყველაზე ძვირად ღირებულ განქორწინებებს გთავაზობთ.

რუპერტ და ანა მერდოკები

მედიამაგნატი რუპერტ მედროკი მომავალ მეუღლეზე, ჟურნალიტს ანე ტორვზე 1960-იან წლებში დაქორწინდა. მათი ქორწინება 32 წელს მანამდე გაგრძელდა, ვიდრე რუპერტ მერდოკი 38 წლის ჟურნალისტ ვენდი დენგს არ შეხვდა. ანე მერდოკთან განქორწინება ამერიკელ მედიამაგნატს 1,7 მილიარდი დოლარი დაუჯდა. რუპერტ მერდოკის ქონება 12,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ალეკ და ჯოსლინ ვილდენშტეინები

1997 წლამდე ფრანგი ვილდენშტეინების გვარი მხოლოდ ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერებს შორის იყო ცნობილი. თუმცა, მათი გვარი საქვეყნოდ ცნობილი გახდა, როდესაც ალეკ ვილდენშტეინი მეუღლე ჯოსლინს ხმაურიანად დაშორდა. ფრანგ მილიარდერს მეუღლესთან განქორწინება 2,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. გარდა ამისა კი, 13 წლის განმავლობაში ჯოსლინ ვილდენშტეინი ხელფასის სახით ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს მიიღებს. ალეკ ვილდენშტეინი 68 წლის ასაკში რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჯოსლინი კი, რომელმაც 30 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა მაქსიმალურად დაემსგავსოს კატას, დღემდე ფუფუნებაში ცხოვრობს. მისი სატელეფონო ხარჯები წლის ბოლოს 60 ათას დოლარს აღწევს, ჭამაზე დანახარჯები კი 547 000 დოლარს.

ბერნი და სლავიკა ეკლსტოუნები

ჯორჯო არმანის ერთ-ერთმა საყვარელმა მოდელმა სლავიკა ეკლსტოუნმა „ფორმულა 1“-ის პრეზიდენტთან ბერნი ეკლსტოუნთან 24 წლის განმავლობაში იცხოვრა. თუმცა, წყვილი 2008 წელს ერთმანეთს დაშორდა. მეუღლესთან განშორების შემდეგ, სლავიკა ეკლსტოუნს 1,2 მილიარდი დოლარი ერგო, რისი საშუალებითაც მოდელმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა და 60 მილიონ დოლარად ღირებული კერძო თვითმფრინავი შეიძინა.

ჰეროლდ და სიუ ენ ჰემები

ნავთობკომპანია Continental Resources-ის მფლობელმა ჰეროლდ ჰემმა კომპანიის იურისტზე სიუ ენზე 1998 წელს იქორწინა. წყვილს ორი შვილი შეეძინა. თანაცხოვრების პერიოდში ისინი რამდენჯერმე შეეცადნენ განქორწინებას, საბოლოოდ კი მიზანს 2014 წელს მიაღწიეს. განქორწინების შემდეგ სიუ ენმა მომავალი მეუღლისგან 1 მილიარდი დოლარი მიიღო, ასევე ორი კერძო სახლი ოკლაჰომაში და რანჩო კალიფორნიაში.

რომან და ირინა აბრამოვიჩები

ყოფილი სტიუარდესა ირინა მალანდინა-აბრამოვიჩის ქორწინება რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩთან 16 წელს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ირინამ ხუთი შვილი გააჩინა. წყვილს შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როდესაც პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რომან აბრამოვიჩი დარია ჟუკოვას ხვდება. კომპენსაციის სახით ირინამ 300 მილიონი დოლარი მიიღო. რომან აბრამოვიჩს ასევე დაევალა ბავშვებთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება.