ზოოპარკში ხანძარი გაჩნდა

ზოოპარკის თივის სათავსოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც თივა ინახებოდა.

ადგილზე 7 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.