"ჯეოსელი" კიდევ ერთ მაღაზიას "თბილისი ცენტრალში" გახსნის

კომპანია "ჯეოსელი" საახალწლოდ კიდევ ერთ, ახალი კონცეფციის მაღაზიას "თბილისი ცენტრალში" გახსნის. როგორც კომპანია "ჯეოსელში" აცხადებენ, "ჯეოსელის" სტრატეგია გულისხმობს, ყველა ტექნოლოგიური სიახლე მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადოს. ამ მიზნით კომპანია კვლავ განაგრძობს თანამედროვე მაღაზიების ქსელის გაფართოვებას და 14 დეკემბრიდან საზოგადოებას კიდევ ერთ, ახალი კონცეფციის მაღაზიას, "თბილისი ცენტრალში" შესთავაზებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ "თბილისი ცენტრალში" მომხმარებლებს საუკეთესო ფასად ერთ სივრცეში თავმოყრილი მობილური ტელეფონების ფართო არჩევანი, ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებები, მაღალკვალიფიციური კონსულტანტები და განსაკუთრებული, კომფორტული გარემო დახვდებათ.

"ჯეოსელის" ასეთი მაღაზია რამდენიმე დღის წინ ორთაჭალაში (გორგასლის ქ.#61-ში) გაიხსნა. წლის ბოლომდე კიდევ ერთი ასეთი სივრცე, რიგით მეათე მაღაზია ავლაბარს შეემატება და ასევე პირველი ახალი კონცეფციის მაღაზია მარნეულშიც გაიხსნება. საახალწლოდ "ჯეოსელში" საგანგებოდ ემზადებიან და ყველა მსურველს სთავაზობენ უახლესი სმარტფონების და თანამედროვე აქსესუარებს ფართო არჩევანს, ხელსაყრელ სერვისებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, თუ მოგზაურობას გადაწყვეტთ", - განაცხადეს კომპანიაში.

"ჯეოსელის" გენერალური დირექტორის პაველ სმალინსკის განაცხადებით, ახალი წლიდან კომპანია ამ მიმართულებით საქართველოს სხვა ქალაქებშიც აქტიურად იმუშავებს.