ანაკლიის პორტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება დღეს დასრულდება

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება დღეს დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება სხდომა, სადაც ნახავენ, თუ რა წინადადებები იქნა შემოტანილი პრეტენდენტების მხრიდან.

"ჩვენ გვაქვს სხდომა, სადაც ვნახავთ, თუ რა წინადადებები შემოიტანეს პრეტენდენტებმა. მეც არ მინახავს ჯერ - ჩვენ სხდომაზე გავხსნით კონვერტებს და ვნახავთ, წარმოადგინეს მათ ჩვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია თუ ვერა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.