"წითელ ხიდზე" მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა

"წითელ ხიდზე" მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა. "საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. საბაჟო კონტროლის ზონაში, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე გ.ჯ.-ის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ფეხსაცმელებში დამალული ნარკოტიკული ნივთიერება 35 ამპულა - "ტრამადოლი" და კოდეინის შემცველი მედიკამენტი, 20 აბი "სედალგინ ნეო" აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს მარნეულის სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილებას გადაეცა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.