"თიბისი ბანკმა" საახალწლო განვადებების აქცია დაიწყო

"თიბისი ბანკმა" საახალწლო განვადებების აქცია დაიწყო. "თუ გსურთ ახალ წელს საჩუქრებით შეხვდეთ და ოჯახის წევრები და მეგობრებიც გაახაროთ, არ დახარჯოთ ზედმეტი, შეიძინეთ ტექნიკა თიბისი ბანკის რეალური 0%-იანი განვადებით ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯის გარეშე", - მიმართავს ბანკი მოქალაქეებს. ბანკში განმარტავენ, რომ განვადებების აქცია ვრცელდება "თიბისი ბანკის" პარტნიორ შემდეგ სავაჭრო ობიექტებში: "ელიტ-ელექტრონიქსი", "სმაილი", "ოქეი", "ბეკო", "კარფური", "ალტა", "ზუმერი" და "მეტრომარტი". მათ, ვინც "თიბისი ბანკის" განვადებით ისარგებლებს, ბანკი დამატებით საახალწლო საჩუქარს გადასცემს.

"ასე რომ, იჩქარეთ და ჩაერთეთ "თიბისი ბანკის" საახალწლო განვადებების აქციაში და აისრულეთ სურვილები. განვადების დამტკიცება ძალიან მარტივია და ამისათვის სავაჭრო ობიექტში მისვლისას, მხოლოდ რამდენიმე წუთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაგჭირდებათ.

განვადების პირობების, ასევე სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, თიბისი ბანკის ვებგვერდზეა შესაძლებელი: http://bit.ly/1vlJkmY", - აცხადებენ ბანკში.