სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,8 პროცენტით შემცირდა

2015 წლის ნოემბერში, ამავე წლის ოქტომბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,8 პროცენტით შემცირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 0,6 პროცენტით კლებამ. სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,50% შეადგინა.

სექციის ფასები ასევე შემცირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-3,3%) და ქიმიური წარმოების (-1,9 %) ქვესექციებზეც.