გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სუბსიდირება სოფლის მეურნეობაში "საკმაოდ რბილია"

ბევრი ბიზნესგაერთიანების სხდომას დავსწრებივარ, ბევრის ორგანიზებაშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მსგავსი შინაარსობრივი იშვიათად ყოფილა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურნეს შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ, ეკონომიური საბჭოს მდივანმა, ბიზნესომბუდსმენმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მისი შეფასებით, შეხვედრა იყო ძალიან წარმომადგენლობითი, ინტერაქციული, რითაც კმაყოფილია. რაც შეეხება პრობლემებს, გახარიას განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იყო მიწასა და მისი რესურსის მართვაზე, მის გრადაციაზე, ყიდვა-გაყიდვის უფლებასა და ა.შ.

"საუბარი იყო ასევე შიდა ბაზრის დაცვაზე, რადგან გვესმის, რომ დღეს რეგიონში შექმნილი მდგომარეობით არსებობს რისკი. ჩვენი ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი რეგიონში ან სუბსიდირებს თავის სოფლის მეურნეობას, ან სხვა გზით უჭერს მხარს და ეს პრობლემაა ჩვენი ადგილობრივი წარმოებისთვის. ჩვენც ვასუბსიდირებთ, ვუჭერთ მხარს, მაგრამ საკმაოდ რბილად", - განაცხადა გახარიამ.