მოსკოვიდან სირიაში ტურისტული ტურების დანიშვნა იგეგმება

ტურისტებს საშუალება ექნებათ საკუთარი თვალით მოინახულონ ფრონტის ხაზი

რუსული კომპანია „მეგაპოლისი“ სირიაში ტურების წამოწყებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც რუს ტურისტებს ფრონტის ხაზზე „მოგზაურობის“ საშუალებაც ექნებათ.

გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, კომპანიამ უკვე მიმართა „როსპატენტს“, რათა შესაბამისი სავაჭრო ნიშანი „ასად ტური“ დაარეგისტრიროს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, იგეგმება ინივიდუალური ტურები, რომელიც 4-5 დღის განმავლობაში გასტანს. ტურები მაქსიმუმ 5-კაციან ჯგუფზეა გათვლილი. კომპანია „მეგაპოლისის“ წარმომადგენლის განცხადებით, მსურველებს სირიაში მოგზაურობა 1 500 დოლარი დაუჯდებათ. თანხაში შედის სამგზავრო ბილეთი და სასტუმროს ხარჯები.