"ლიბერთი ბანკის" მომხმარებელს რიგის ნომრის აღება ბანკში მიუსვლელად შეეძლება

"ლიბერთი ბანკში" ახალი სერვისი დაინერგა. "ლიბერთი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან მომხმარებელს შეუძლია ვიზიტის დაჯავშნა და რიგის ნომრის აღება ბანკში მიუსვლელად, ვიზიტის დაჯავშნისას, სასურველი ფილიალის, თარიღისა და დროის არჩევა. მომხმარებელმა ფილიალში განთავსებულ რიგის აპარატში უნდა აკრიფოს კოდი, რომელსაც ჯავშნის დასრულებისას მობილურ ტელეფონზე SMS-ის სახით მიიღებს.

რიგის ნომრის აღება შესაძლებელია, როგორც "ლიბერთი ბანკის" ვებგვერდიდან, ლინკზე https://libertybank.ge/booking, ისე ლიბერთი ბანკის Facebook -ის ოფიციალური გვერდიდან.

"ლიბერთი ბანკი" მუდამ ზრუნავს ალტერნატიული საბანკო არხების განვითარებაზე. ამჯერად, მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, წინასწარ დაჯავშნოს ბანკში ვიზიტი და მიიღოს მომსახურება სწრაფად", - აღნიშნა "ლიბერთი ბანკის" ალტერნატიული საბანკო არხების დეპარტამენტის უფროსმა დავით ნინიძემ.

"ლიბერთი ბანკი" 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს ემსახურება მომსახურების ყველაზე ფართო ქსელით. ამავდროულად, "ლიბერთი ბანკი" ავითარებს ალტერნატიულ არხებს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს ბანკში მიუსვლელად შეუძლია გარკვეული მომსახურების მიღება. ალტერნატიულ არხებს მიეკუთვნება ინტერნეტ და მობილ ბანკი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ბანკომატები, SmartPAY - ნებისმიერი თაობის მობილურზე ხელმისაწვდომი მომსახურება და სავაჭრო ობიექტებში განთავსებული EASYPAY ტერმინალები. "ლიბერთი ბანკი" ახლო მომავალშიც შესთავაზებს მომხმარებლებს საინტერესო სიახლეებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.