ქუთაისში PSP-ს აფთიაქი დააყაჩაღეს

ქუთაისში PSP-ს აფთიაქი დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე აფთიაქში ნიღბიანები შეიჭრნენ. ადგილზე აფთიაქის თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.

სავარაუდოდ, წაღებულია 700 ლარი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ქუთაისში აფთიაქის დაყაჩაღების შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.