ბელორუსები შეძლებენ ტელეფონით შეატყობინონ მეკობრული Windows-ის შესახებ

ბელორუსებს შეუძლიათ დარეკონ Microsoft-ში და უჩივლონ კომპანიას, რომელიც მეკობრულად სარგებლობს პროგრამით. ამის შესახებ Onliner.by-ის კორესპონდენტს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ანანიევმა აცნობა. როგორც მან განმარტა, კეთილსინდისიერ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ სატელეფონო ნომერზე +375 (17) 202 22 38 (დამატება 106) და აცნობონ დარღვევების თაობაზე, ან გაგზავნონ წერილი შემდეგ მისამართზე ceenmsamc@microsoft.com და მიაწოდონ ინფორმაცია არალიცენზირებული პროგრამებისა და ნოუთბუქების შესახებ.

როგორც დიმიტრი ანანიევმა აღნიშნა, ტელეფონით მიღებული იქნება მხოლოდ Microsoft-ის პროდუქტების მეკობრეობის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. Microsoft-ის არალიცენზირებული პროგრამების რისკების სპეციალისტმა, რომელმაც Onliner.by-ის კორესპონდენტს ზემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე უპასუხა, განმარტა, რომ ასეთი სახით მოხდება საჩივრების აკუმულირება (მათ შორის ანონიმურის) როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ არალეგალური პროგრამებით. მაგრამ სპეციალისტები განსაკუთრებით განიხილავენ იურიდიული პირების მიერ დაშვებულ დარღვევებს, ვინაიდან ისინი სარგებლობენ მეკობრული პროგრამით კომერციული მიზნებით. ზარის შემდეგ სპეციალისტები ჯერ შიდა შემოწმებას ჩაატარებენ და გაარკვევენ, შეისყიდა თუ არა მეკობრეობაში ბრალდებულმა ფირმამ ლიცენზია Microsoft-ის პროდუქტებზე. შემდეგ ფირმის მისამართზე გაიგზავნება გამაფრთხილებელ-განმარტებითი წერილები, რომლებშიც განმარტებული იქნება, რა ემუქრება მათ მეკობრული პროგრამების გამოყენების შემთხვევაში, ასევე, სად და ვისთან Microsoft-ის პარტნიორებთან ბელორუსში შეძლებენ თანამშრომლობას და ლიცენზირებული პროგრამების შეძენას. თუ ფირმა არ ისურვებს თანამშრომლობას Microsoft-თან, მათ ჯერ გააფრთხილებენ, შემდეგ კი უჩივლებენ სამართალდამცველ ორგანოებში. ამავე სპეციალისტის სიტყვებით, ჯერჯერობით ძირითადად მათ მიმართავენ ელ. ფოსტის მეშვეობით. მათი უმეტესობა კონსულტაციებს იღებს და ძირითადად ინტერესდება ლიცენზირების საკითხებით.

(R)