ქართული ავტობაზარი რუსული მეორადი მანქანების ბუმის მოლოდინში

2016 წლიდან საავტომობილო ბიზნესს ახალ რეალობასთან მოუწევს შეგუება. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან ერთად, ცვლილებები სხვა სეგმენტის მანქანებზეც გავრცელდება. 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, 3-დან 6 წლამდე მანქანები კი შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა. ავტოდილერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ავტოპარკის განახლება აუცილებელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ცვლილებები როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ, ასევე იმპორტირებულ ავტომობილებს გააძვირებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე