ყველაზე პოპულარული ავტომობილები ევროპაში

ევროპაში ყველაზე პოპულარულ ავტომობილად კვლავ Volkswagen Golf რჩება. აღნიშნული მარკის ავტომობილის გაყიდვებმა ნოემბერში 41 113-ს მიაღწია, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 3 პროცენტით მეტია. აღნიშნულ სტატისტიკურ ინფორმაციას „ავტოსტატი“ ავრცელებს. გაყიდვების მიხედვით ავტომობილების ათეულში მეორე ადგილს Volkswagen Polo იკავებს, მესამეს კი - Renault Clio, რომლის გაყიდვებმაც გასულ თვეს 22 979 შეადგინა. ყველაზე პოპულარული ავტომობილების ხუთეულში ასევე შედის Ford Fiesta და Opel / Vauxhall Corsa.

რაც შეეხება ათეულს, ნოემბრის მონაცემებით, მეექვსე ადგილი გაყიდვებით Volkswagen Passat-მა დაიკავა, მას მოჰყვება Skoda Octavia, Peugeot 308 და Peugeot 208. მეათე ადგილზე კი Nissan Qashqai გავიდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე