მსოფლიოს სარეკლამო ბაზარი ზრდას განაგრძობს

მსოფლიოს სარეკლამო ბაზარი იზრდება და ამ ზრდის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი ინტერნეტ რეკლამაა.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ZenithOptimedia-ს ანალიტიკოსები. კომპანიის პროგნოზით, 2016 წელს გლობალური დანახარჯები მარკეტინგულ მომსახურებასა და მედიაარხებზე საერთო ჯამში, 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

ZenithOptimedia-ს ანალიტიკოსთა თქმით, ზრდის ტენდენცია 2019 წლის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება 2015 წელს, ZenithOptimedia-ს ცნობით, მსოფლიოს სარეკლამო ბაზარი წელს 3,9%-ით გაიზრდება, 2016 წელს - 4,7%-ით, 2017 წელს - 4,3%-ით, 2018 წელს კი 4,2%-ით გაიზრდება.

ამასთან წერთად, ZenithOptimedia-ის პროგნოზით, ინტერნეტ-რეკლამის ბაზრის მოცულობა მიმდინარე წლის ბოლოს 158 მილიარდ დოლარს მიაღწევს. კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტში ინტერნეტ რეკლამის წილი კი ასე გამოიყურება - 2015 წელს 29%, 2016 – 31,9%, 2017 – 34,4%, 2018 – 36,6%.

სარეკლამო ბაზრის ზრდას პროგნოზირებს კიდევ ერთი კომპანია GroupM, რომლის ინფორმაციით, რეკლამაზე გლობალური დანახარჯები 924 მილიარდ დოლარს შეადგენს და აქედან მედიაზე 54% მოდის, მარკეტინგულ მომსახურებაზე კი 46%.

ყველაზე მსხვილ სარეკლამო მედიარხად კვლავ რჩება ტელევიზია - 22,6%, რომელსაც მოსდევს ინტერნეტ რეკლამა - 15%, გაზეთები - 6%, ჟურნალები - 4,2%, გარერეკლამა - 3,2%, რადიო - 2,4% და კინოთეატრები - 0,1%,

მარკეტინგულ მომსახურებას შორის ლიდერობს პირდაპირი მარკეტინგი, რომელზეც რეკლამისდამკვეთთა ბიუჯეტის მესამე მოდის.