NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 16% მისცემდა ხმას, "ნაცმოძრაობას" - 10%

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 16% მისცემდა, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 10%.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 15%-მა. 7% კი აცხადებს, რომ ხმას "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემდა.

ასევე კვლევის თანახმად, კითხვაზე - "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას", გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა.

კითხვაზე, "ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა", გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", 9% აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 5% "თავისუფალ დემოკრატებს" ასახელებს.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კითხვაზე, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 21% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, ხოლო 16% "ქართულ ოცნებას", 25-%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.