"ფორბსმა" 2015 წლის ყველაზე წარმატებული მილიარდერი დაასახელა

ამერიკულმა გამოცემა "ფორბსმა" 2015 წლის ყველაზე წარმატებული მილიარდერის ვინაობა დაასახელა.

ჟურნალის ვერსიით, ეს წოდება „ამაზონის“ გენერალურ დირექტორ ჯეფ ბეზოსს ერგო, რომლის შემოსავალმაც წელს 29,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2015 წლის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენების რეიტინგში მეორე ადგილი „ფეისბუქის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა დაიკავა, რომლის ქონებაც მიმდინარე წელს 11 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

მესამე ადგილზე Google-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და  შვილობილი კომპანია Alphabet-ის გენერალური დირექტორი ლარი ფეიჯია, რომელმაც წელს 9,2 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მისი ქონება ჯამში 45,6 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

წლის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენების ხუთეულში ასევე მოხვდა Google-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი და Alphabet-ის პრეზიდენტი სერგეი ბრინი, რომლის წლიურმა შემოსავალმა წელს 8,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შემდეგაც ბრინის ქონება 37,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

Bloomberg LP-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მაიკლ ბლუმბერგმა კი წელს 5,5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მისი ქონება 40,5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.