საბაჟოზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის "ყაზბეგის" კონტროლის ზონაში 7593,01 ლარის ღირებულების 156,58 გრ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, არადეკლარირებული საქონელი მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ს.მ-ს კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას გამოავლინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7593,01 ლარის ოდენობით.