დავით ნარმანიას ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებს 29-30 დეკემბერს დაურიგებენ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებს 29-30 დეკემბერს დაურიგებენ. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ ზოგიერთ ბაღში თოვლის ბაბუა მივიდა, თუმცა ბავშვებს საჩუქრები არ მისცა.

"საჩუქრები რიგდება 29-30 დეკემბერს. ასე იყო გათვალისწინებული. მიმწოდებელი კომპანია შერჩეულია, არის კონტრაქტი და შესაბამისად, ყველა ბავშვი მიიღებს საჩუქარს", - განაცხადა ნარმანიამ. რაც შეეხება თოვლის ბაბუის ზეიმებზე მისვლას, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თოვლის ბაბუა არავის არ ჰყავს დაპატიჟებული. "ვიღაცა როგორც ჩანს, თვითინიციატივით დადის", - აღნიშნა ნარმანიამ.