"ბრენტისა" და WTI-ის ნავთობის ფასები თითქმის გათანაბრდა

„ბრენტის“ მარკისა და WTI-ის ნედლი ნავთობის ფასმა დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, პირველად, ოთხი წლის განმავლობაში პარიტეტს მიაღწია.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,9%-ით გაძვირდა და ბარელზე 36,43 დოლარი შეადგინა, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი WTI-ის ნავთობის ფასი 0,7%-ით გაიზარდა და ბარელზე 36,38 დოლარი შეადგინა.

The Wall StreeT Journal-ის ინფორმაციით, ნავთობზე ფასების გათანაბრება შესაძლოა, ბაზრის აღდგენის სიგნალი იყოს, რადგან აშშ-ში ნავთობის მწარმოებლები მაღალი მოთხოვნის ფონზე დაბალი ფასების გამო, ნავთობის მოპოვებას ამცირებენ.