ISET - საახალწლო სუფრა ყველაზე ძვირი აჭარაში ჯდება

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET საახალწლო სუფრის ინდექსს აქვეყნებს.

ინდექსი საქართველოს ყველა რეგიონში სტანდარტული საახალწლო სუფრის ხარჯებს ითვლის, რომელიც 5-6 სულიან ოჯახზეა გათვლილი. ინდექსში შესულია საახალწლო სუფრის ძირითადი კერძები: ხაჭაპური, მწვადი, კალმახი, საცივი, ოლივიეს სალათი, შემწვარი ქათამი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი, ასევე გოზინაყი და ხილი. ISET საახალწლო სუფრის ინდექსის თანახმად, ყველაზე ძვირი საახალწლო სუფრა აჭარაში ჯდება - 159 ლარი, რომელსაც იმერეთი - 154 ლარი და გურია - 149 ლარი მოჰყვება. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი შიდა ქართლშია, სადაც ინდექსის თანახმად, საახალწლო სუფრა საშუალოდ 121 ლარი ჯდება.

ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ქართლშია. ISET-ის ინფორმაციით, შიდა ქართლში სტანდარტული საახალწლო სუფრა საშუალოდ 121 ლარი ჯდება.  საახალწლო სუფრიდან ყველაზე ძვირი ნიგოზია - 1 კილოგრამი ნიგვზის საშაულო ფასი 15-დან 27 ლარამდეა.