ქართველმა სტუდენტებმა ენერგოეფექტური სახლი შექმნეს

წელიწადის ნებისმიერ დროს სახლში ტემპერატურა 17-18 გრადუსს არ აღემატება

თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელოეკომუნიკაციების ფაკულტეტის ექვსმა სტუდენტმა, პროფესორ დავით ლოლუასთან ერთად, ენერგოეფექტური სახლი ააშენეს, რომელშიც წელიწადის ნებისმიერ დროს ტემპერატურა 17-18 გრადუსს არ აღემატება.

როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს” ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ განუცხადა, სახლი მთლიანად ორგანული მასალისგან არის დამზადებული, ბზისა და თიხის გამოყენებით.

„სახლი მუდმივად ინარჩუნებს ტემპერატურას. არ სჭირდება არც გათბობა და არც გაცივება. მისი შიდა ფართო 16 კვადრატული მეტრია. პროექტის საამშენებლო ნაწილში დახარჯული თანხის რაოდენობა კი დაახლოებით, 4000 ლარს შეადგენს”, -აღნიშნავს გია არაბიძე.

ეკოლოგიურად სუფთა ენერგოეფექტური ,,მწვანე სახლი” ლაბორატორიული ცდებისთვის, სამეცნიერო დაკვირვებებისთვის იქნება გამოყენებული.

სტუდენტებმა 7 000 ლარიანი გრანტი ენერგეტიკის განვითარების ფონდისგან მიიღეს.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე