ფონდ "იავნანას" გურამ ახალაია უხელმძღვანელებს

"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ფონდ "იავნანას" აღარ უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ფონდ "ივერიასა" და მის მახათას მთაზე მშენებლობას, გამგეობა და ქტიტორთა საბჭო გააგრძელებს. ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ "საქართველოს განვითარების ფონდის" პრეზენტაციაზე განაცხადა.

"რადგან "საქართველოს განვითარების ფონდი" ჩემგან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, გავაუქმე ყველა ჩემი გასტროლი საზღვარგარეთ, ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელობა გადავეცი გურამ ახალაიას. თუმცა, ვრჩები გამგეობის წევრად და ფონდის აქტიურ მონაწილედ. რაც შეეხება ფონდ "ივერიას", უწმინდესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მახათას მთაზე მშენებლობას გააგრძელებს გამგეობა და ქტიტორთა საბჭო. მე კი მთლიანად გადმოვერთვები "საქართველოს განვითარების ფონდის" საქმიანობაში", - აღნიშნა ბურჭულაძემ.