როგორ მიმდინარეობს სწრაფი პრივატიზაციის პროცესი?

2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ძირითადი აქტივების საპრივატიზებო გეგმამ 128 800 000 ლარი შეადგინა.

ბოლო მონაცემებით (17 დეკემბრის მდგომარეობით), პრივატიზირებულია 183 393 914 ლარის ღირებულების ქონება.

საერთო სახელმწიფოებრივი გეგმა 2015 წელს განსაზღვრული იყო 280 000 000 ლარი, დღეის მდგომარეობით შესრულებულია 243 000 000 ლარი, წლის ბოლომდე დაემატება 30 000 000 ლარი, რითაც საერთო გეგმა შესრულდება 98%-ით.

პრივატიზებული მსხვილი ობიექტების ნუსხა:

1. ქ. თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე, 26 295 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი _ 2 900 000 $.

2. ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი #60-ში მდებარე (ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო) _ 4 000 000 $.

3. ქ. წყალტუბოში, რუსთაველის უჩა #13-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი "მეშახტე" - 2 500 000 $.

4. ქ. ბათუმი, ნინოშვილის/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ბათუმი თაუერი) _ 25 004 626 $.

5. ქ. თბილისში ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე შენობა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული - 9 450 000 $.

6. ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩა #17/4-ში მდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლოლ-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 3 555 000$.

7. ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი #91-ში მდებარე შენობა _ 1 050 000 ლარი.

8. ქალაქ თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე (ნაკვეთი 23/050) მდებარე 1840.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1 (ნანგრევი) _ 1 008 000 ლარი.

9. ქ. გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, #1-ში არსებული ღვინისქარხანა - შპს `გრუზვინპრომის~ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი - 31 105 000 ლარი.

10. შპს `აკად. ნ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის~ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 95%-იანი წილი - 800 000 ლარი.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარსა და 33 963 000 ლარს შეადგენს. ამასთან, ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ 72 760 000 აშშ დოლარის და 37 000 000 ლარის ინვესტიცია.

2015 წლის განმავლობაში სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადდა 2626 აუქციონი. სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის რაოდენობა წლების მიხედვით მნიშვნელოვნად გაზრდილია: 2013 წელი - 305, 2014 წელი - 1033

2015 წელი, 17 დეკემბრის მონაცემებით - 2626, სულ - 3964