"რქაწითელი" "ბლუმბერგის" საუკეთესო 50 ღვინოთა შორის დასახელდა

ქართული კომპანია „ხოხბის ცრემლების“ ღვინო „რქაწითელი“ გამოცემა „ბლუმბერგმა“ იმ 50 საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა, რომელთა ფასიც 50 დოლარს არ აღემატება.

„საქართველოში დამზადებული ეს ფორთოხლისფერი ღვინო დაყენებულია ქვევრში, სადაც მწიფდება და ძველდება“, - წერს „ბლუმბერგი“.

ჩამონათვალის ავტორი, ღვინის კრიტიკოსი ელინ მაკკოი ასევე წერს, რომ ძვირადღირებულ ღვინოებს მხოლოდ მაშინ სვამს, როდესაც ის ნამდვილად კარგია. თუმცა, ავტორის თქმით, საბედნიეროდ არსებობს ღვინოები, რომელთა შესაძენად მთელი ქონების გაღება არ დაგჭირდებათ.

როგორც „ბლუმბერგის“ სტატიაშია აღნიშნული, „რქაწითელი“ 20 დოლარი ღირს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე