ოპეკი ნავთობზე ფასის ზრდას პროგნოზირებს

„ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია“ 2020 წლისათვის ნავთობის ფასის ზრდას ვარაუდობს. როგორც ოპეკის ექსპერტები აცხადებენ, ერთი ბარელი „შავი ოქროს“ ფასი 70 დოლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ზაფხულის შემდეგ ნავთობის ფასი 110-დან 37 დოლარამდე შემცირდა და ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. „შავ ოქროზე“ ფასების მკვეთრი შემცირება ერთი მხრივ, ნავთობის ჭარბმა მოპოვებამ განაპირობა. თუმცა, ოპეკის ექსპერტების ვარაუდით, მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მატებისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად, სამომავლოდ ენერგორესურსებზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც ნავთობზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს.