სოფელ იმირში მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, სოფელ იმირში, მდინარე ხრამზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეაბილიტირებული ხიდი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა.

"პროექტის ფარგლებში ხიმინჯებით გამაგრდა ხიდზე არსებული და განაპირა ბურჯები, განახლდა ხიდის სავალი ნაწილი, ტროტუარები და მოაჯირები; გზა მოინიშნა და შემოიფარგლა. პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 900 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. ხიდის რეაბილიტაცია "GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION" განახორციელა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.