მსოფლიოში იარაღის ექსპორტით ლიდერი კვლავ ამერიკაა

აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2015 წელს მსოფლიოში იარაღის ექსპორტით ლიდერი ისევ ამერიკაა.

ანგარიშის თანახმად, 2014 აშშ-ის იარაღის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 10 მილიარდი დოლარით გაზარდა და 36,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 26,7 მილიარდი დოლარი იყო.

"ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით,  იარაღის ექსპორტში აშშ-ის კონტრაქტორები არიან ისეთი ქვეყნები გახდნენ, როგორებიც ყატარი, საუდის არაბეთი და სამხრეთ კორეა არიან. აშშ-ი იარაღის მსოფლიო ბაზრის 50%-ს აკონტროლებს.

მეორე ადგილი იარაღის ექსპორტის მხრივ რუსეთს ერგო, რომელმაც 2014 წელს იარაღის გაყიდვით 10,2 მილიარდი დოლარი მიიღო, მესამე ადგილზე შვედეთი აღმოჩნდა - 5,5 მილიარდი დოლარით, რომელსაც საფრანგეთი და კორეის სახალხო რესპუბლიკა მოსდევს, შესაბამისად 4,4 მილიარი და 2,2 მილიარდი დოლარით.