2015 წელს საქართველოში სამი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდა

2015 წელს საქართველოს სამ სხვადასხვა ქალაქში სამი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდა.

ცოტა ხნის წინ ბორჯომში Rixos Borjomi Hotel გაიხსნა, Hilton Hotel - ბათუმში, Mercure Hotel კი თბილისში განთავსდა.

2015-2017 წლებში 40-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტის მშენებლობა იგეგმება, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში დამატებით 5000-ზე მეტი საწოლი ადგილის შექმნის ტოლფასია. ბრენდული სასტუმროების მშენებლობა თბილისში, ბათუმში, ბორჯომში, ციხისძირში, გუდაურში, წინანდალსა და ჩაქვშია დაგეგმილი.

2014 წელს თბილისს ორი ბრენდული სასტუმრო - Rooms Hotel Tbilisi და Best Westen Tbilisi

შეემატა.