ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა 131 %-ით არის შესრულებული

2015 წლის განმავლობაში 183 393 914 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა. ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ძირითადი აქტივების საპრივატიზებო გეგმა 128 800 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნულის შესაბამისად, პრივატიზაცია უკვე 131 %-იანი გადაჭარბებით არის შესრულებული.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ საინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარსა და 33 963 000 ლარს შეადგენს. ამასთან, ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ 72 760 000 აშშ დოლარის და 37 000 000 ლარის ინვესტიცია. 2015 წლის განმავლობაში სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადდა 2626 აუქციონი.