სტიქიის დროს დაზარალებულმა კიდევ სამმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულმა კიდევ სამმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ. მერიის ინფორმაციით, სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებმა ორმა ოჯახმა - ზურაბ პეტრიაშვილის 7 სულიანმა ოჯახმა და მიხეილ შახბაზიანის ერთსულიანმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურებას სულადობის მიხედვით მოაწერა ხელი. ამავე ქუჩის მცხოვრები ეგიზაროვების ოჯახი ქონების საფასურის ანაზღაურებას საბაზრო ღირებულებით დათანხმა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 50 ოჯახს სულ ჯამში 14 076 703 ლარი ჩაერიცხათ.