პირი, რომელმაც ბანკის დაყაჩაღება სცადა, დაკავებულია

”საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. მათივე განმარტებით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი აყვანა ადგილზევე მოახერხეს. დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. შეიარაღებულმა პირმა ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე ექსპრეს-ბანკის სერვის ცენტრის დაყაჩაღება სცადა.

როგორც ”საქართველოს ბანკში” აცხადებენ, თანხა წაღებული არ არის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ეს აღნიშნული პირის მხრიდან ბანკში შეჭრის პირველი მცდელობა არ არის.