შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მომავალი წლის ბიუჯეტი 33 მლნ ლარი გახდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბიუჯეტი 2016 წლიდან 144%-ით იზრდება და 13 მილიონის ნაცვლად, 33 მილიონი ლარი გახდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე დღეს კონფერენციაზე სახელწოდებით "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები" იმსჯელეს.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 2015 წელს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობით განხორციელებული კვლევების შედეგები; კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას წარმოჩენილი პრობლემების, საკონკურსო კომისიების მუშაობისა და შეფასების კრიტერიუმები; საერთაშორისო გრანტები და საქართველოს მეცნიერთა ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში.