დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს, კვირაში 2 000 000 დოლარის დახარჯვას გეგმავს

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს კვირაში 2 მილიონ დოლარს დახარჯავს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ტრამპმა განაცხადა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აიოვას, ნიუ ჰემფშირისა და სამხრეთ კაროლინას შტატებს დაუთმობს, სადაც თებერვალში პარტიული პრაიმერიზი დაიწყება. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ის წინასაარჩევნო კამპანიას საკუთარი სახსრებით დააფინანსებს.

"კვირაში სულ მცირე 2 მილიონ აშშ დოლარს დავხარჯავ, შესაძლოა, ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდოს", - განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია CNN-თან საუბარში.