დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ დაგროვებითი პენსიის პროექტში ყველა რისკი გათვლილია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ფიქრობს, რომ დაგროვებითი პენსიის პროექტში ყველა რისკი გათვლილია. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ამ პროექტში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურადაა ჩართული.

"დაგროვებითი პენსიის კონცეფციაზე ეკონომიკის სამინისტრო იყო და არის ლიდერი. მსოფლიო ბანკთან ერთად ყველა რისკი გათვლილი იქნა. მე ვფიქრობ, ეკონომიკის სამინისტრო სულ მალე გააკეთებს ფართო პრეზენტაციას და საზოგადოებას გააცნობს პროექტის როგორც დადებით მხარეებს, ისე პოტენციურ რისკებსაც", - განაცხადა სერგეენკომ.