თურქეთიდან რუსეთში გარკვეული პროდუქციის შეტანა აიკრძალა

თურქეთიდან რუსეთში გარკვეული პროდუქციის შეტანის აკრძალვის შესახებ მოსკოვის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. შესაბამისად, 1-ელი იანვრიდან რუსეთის ბაზარზე თურქეთის სოფლის მეურნეობის, ნედლეულის და მრეწველობის გარკვეული პროდუქცია ვეღარ მოხვდება.

ციტრუსის გარდა, შესაბამის ჩამონათვალში მოხვდა ქათმისა და ინდაურის ხორცეულიც, ასევე ბოსტნეულის და ხილის ნაწილი - ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, ყურძენი ვაშლი, მსხალი, გარგარი, ატამი, მარწყვი და სხვა პროდუქცია. ასევე, თურქეთიდან რუსეთში მარილის შეტანაც აიკრძალა.