ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.