დონალდ ტრამპი ბარაქ ობამასა და ჰილარი კლინტონს "ისლამური სახელმწიფოს" შექმნაში ადანაშაულებს

ამერიკელი ბიზნესმენი, რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" შექმნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. ობამას გარდა, ანალოგიურ ბრალდებას ტრამპი ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსაც უყენებს. "მათ შექმნეს "ისლამური სახელმწიფო". ჰილარი კლინტონმა ეს ბარაქ ობამასთან ერთად გააკეთა. დიახ, ობამასთან ერთად", - განაცხადა ტრამპმა მისისიპის შტატში სიტყვით გამოსვლისას. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ შექმნეს მათ "ისლამური სახელმწიფო".